პანკისის სათემო რადიოს მიერ მოპოვებული და სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ბიულეტენებზე არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული.
ხმების დათვლის დროს, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და ნამდვილ ხმებში არ ჩაითვლება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განმარტებით, მხოლოდ საპროტესტო წარწერა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატის რიგითი ნომერი შემოხაზულია, ბიულეტენის გაბათილებას და შესაბამისად, ამომრჩევლის ხმის დაკარგვას არ გამოიწვევს.
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. პანკისის ხეობის სოფლებში ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 4 685 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სოფელ დუისის №5 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1031 ამომრჩეველი, №26 საარჩევნო უბანზე - 1189. სოფელ ჯოყოლოს №23 საარჩევნო უბანზე 1295 ამომრჩეველია, ხალაწნის №8 საარჩევნო უბანზე - 403, ხოლო ომალოს №24 საარჩევნო უბანზე - 767.